ანალიტიკოსები: ფასის კლების შემთხვევაში ეთერიუმის კურსი შესაძლოა, 83 დოლარამდე დაეცეს
ციფრული ვალუტების ფასების შემცირებამ განსაკუთრებით ეთერიუმზე იმოქმედა. კრიპტოვალუტამ კაპიტალიზაციის კუთხით მეორე ადგილი რიპლის დაუთმო. გუშინ, ეთერიუმზე ვაჭრობა 116 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 118 დოლარზე დაფიქსირდა. კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული 104 დოლარს წარმოადგენდა, ხოლო ალტკოინზე ვაჭრობა 108 დოლარზე დაიხურა. ანალიტიკოსების თქმით, თუ ეთერიუმის კურსი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ ფასი 83 დოლარამდე დაეცეს….
