ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტა შექმნა
ჩინეთის სახალხო ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბანკის ციფრული ვალუტა შექმნილია. ქვეყნის ცენტრალური ბანკის დირექტორის მოადგილის, მუ ჩანგჩუნის თქმით, პროტოტიპმა, რომელიც Blockchain ტექნოლიგიაზე არის დაფუძნებული, ტესტირება წარმატებით გაიარა. ეს განცხადება მუ ჩანგჩუნმა ჩინეთის მეორმოცე ფინანსურ ფორუმზე გააკეთა. როგორც სახალხო ბანკის დირექტორის მოადგილე ირწმუნება, პროექტი რთული განსახორციელებელი იყო, მაგრამ შედეგი მიღწეულია. ციფრული ვალუტა ხელმისაწვდომი იქნება, როგორც კომერციული…
