publisher

    ევროპოლი: კრიპტო ბირჟებზე ჰაკერების თავდასხმის ფაქტები მომრავლდა

    ევროკავშირის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის სააგენტომ, ევროპოლმა 2019 წლის ინტერნეტში ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის წინ ევროპოლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კიბერდანაშაულის კუთხით გახშირებულია ციფრული ვალუტის ბირჟებზე ჰაკერების თავდასხმის ფაქტები. რამდენიმე თვის წინ სინგაპურში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Bitrue ჰაკერების თავდასმის ობიექტი გახდა. როგორც ცნობილია, ბირჟიდან 9.3 მილიონი ღირებულების რიპლი და 2.5 მილიონი…

    Read More

      შვედეთის ცენტრალური ბანკი Libra-ს შექმნას მიესალმება

      შვედეთის Riksbank–ის ხელმძღვანელმა Facebook-ის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა. შტეფან ინგვესის თქმით, Libra მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს, რომ ციფრული ტრანსფორმაციისთვის მოემზადონ. CNBC–ის Squawk Box Europe–ში სტუმრობის დროს შვედეთის ცენტრალური ბანკის ხელმღძვანელმა აღნიშნა: “Libra წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი კატალიზატორია. უნდა ვაღიაროთ, რომ, როდესაც Facebook-ის ციფრულ ვალუტაზე საუბარი დაიწყო ამან გვაიძულა, რომ დავფიქრებულიყავით იმ ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ”….

      Read More

        Alipay კრიპტოვალუტით ტრანზაქციების მომხრე არ არის

        Alipay-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბიტკოინითა და სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტით ვაჭრობას კრძალავს. უნდა აღინიშნოს, რომ Alipay ელექტრონული ვაჭრობის გიგანტის Alibaba-ს შვილობილი კომპანია არის. რამდენიმე დღის წინ, კომპანიის Twitter-ის გვერდზე განიხილებოდა ციფრული ვალუტის საკითხი. კომპანიის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიმდინარეობს დაკვირვება გადარიცხვებთან დაკავშირებით. “თუკი რაიმე ტრანზაქცია გამოიკვეთა, რომელიც ბიტკოინს ან სხვა ციფრულ ვალუტას ეხება Alipay შესაბამის გადახდის…

        Read More

          კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

          კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარზე მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ბიტკოინი ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის შესახებ მხოლოდ პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი მოსაზრებით, შესაძლოა, კურსი ისევ დაეცეს. იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაეცემა მომდევნო სამიზნე ნიშნული 7.702-სა და 7.337 დოლარს შორის იმოძრავებს. თუმცა, თუ კრიპტოვალუტის კურსი მოიმატებს შესაძლოა, ბიტკოინის ფასი 8.100 დოლარამდეც კი გაიზარდოს. ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის…

          Read More

            Cardano-ს თანადამფუძნებელი: ბიტკოინის ფასის დაცემა კრიპტო ბაზრისთვის ნეგატიური ნიშანია

            Cardano-ს თანადამფუძნებელმა, ჩარლზ ჰოსკინსონმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასის დაცემა კრიპტო ბაზრისთვის ნეგატიური ნიშანია. “თუკი ბიტკოინის კურსის ნიშნული დაიკლებს მაშინ ეთერიუმის ფასიც შემცირდება. ამის შემდეგ კი მთლიანად კრიპტო ბაზარი დაიკლებს. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა ციფრული ვალუტის ფასი მკვეთრად დაეცემა”,- განაცხადა ჩარლზ ჰოსკინსონმა. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩარლზ ჰოსკინსონმა Twitter-ზე დაპოსტა, რომ Wall Street-ის შესვლა კრიპტოვალუტის…

            Read More