Alipay კრიპტოვალუტით ტრანზაქციების მომხრე არ არის

0
1320

Alipay-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბიტკოინითა და სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტით ვაჭრობას კრძალავს. უნდა აღინიშნოს, რომ Alipay ელექტრონული ვაჭრობის გიგანტის Alibaba-ს შვილობილი კომპანია არის.

რამდენიმე დღის წინ, კომპანიის Twitter-ის გვერდზე განიხილებოდა ციფრული ვალუტის საკითხი. კომპანიის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიმდინარეობს დაკვირვება გადარიცხვებთან დაკავშირებით.

“თუკი რაიმე ტრანზაქცია გამოიკვეთა, რომელიც ბიტკოინს ან სხვა ციფრულ ვალუტას ეხება Alipay შესაბამის გადახდის სერვისს დაუყოვნებლივ შეაჩერებს”,- ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ Alibaba ჩინური კომპანიაა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტა შექმნა.

თუმცა ქვეყნის მთავრობას ციფრული ვალუტის გამოშვების კონკრეტული თარიღი ჯერ არ დაუსახელებია.

როგორც ადგილობრივი ინგლისურენოვანი გაზეთი, Global Times-ი წერს, ჩინეთის სახალხო ბანკი აცხადებს, რომ ოფიციალური პეკინი მზად არ არის ახალი ფინანსური აქტივის გამოსაშვებად.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ციფრული ვალუტის კვლევას დიდ ყურადღებას უთმობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა რისკების კვლევა, ტესტირება და შედეგების შეფასება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი