publisher

    მსხვილი იაპონური ფინანსური ინსტიტუტი უპირატესობას Blockchain-ს ანიჭებს

    იაპონიის მთავარი ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტი, Tokai Tokyo Financial Holdings-ი იაპონიაში ციფრულ უსაფრთხოებაზე მუშაობას იწყებს. იაპონიის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ტრადიციულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გეგმა წარმოადგინა. ადგილობრივი მედია საშუალების მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ციფრული ფასიანი ქაღალდების გაცემისა და სმარტფონებზე სავაჭრო მომსახურების მიწოდებისთვის დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ იაპონიის ტოკენების უსაფრთხოების ასოციაციამ თვითრეგულირების სახელმძღვანელო მითითებები…

    Read More

      ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმას ქმნის

      ჩინეთის იუნანის პროვინციამ პირველი Blockchain-ზე დაფუძნებული საჯარო რესურსების სატენდერო პლატფორმა შეიმუშავა. ქალაქ კუნმაინგში საჯარო რესურსების სატენდერო პლატფორმის შემუშავება და შიდა ტესტირება უკვე დასრულდა. საჯარო რესურსების პლატფორმა არის მეთოდი, რომელსაც მთავრობა დიდი რესურსების გამოყოფისთვის კერძო და საჯარო სექტორის კომპანიებზე იყენებს. სატენდერო პლატფორმა იყენებს Tencent-ის Blockchain-ის სერვისულ სისტემას და აპირებს გადაჭრას ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საჯარო…

      Read More

        ვანკუვერში კრიპტოვალუტის გამოყენებით 15.000 კანადური დოლარია უკანონოდ მითვისებული

        კანადის სამართალდამცავი უწყება აცხადებს, რომ ქვეყანაში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევები გახშირდა. განცხადების მიხედვით, თაღლითობის ფაქტებმა ვანკუვერში მოიმატა. ბოლო ინფორმაციით, თაღლითობის შედეგად ვანკუვერის ოლქის მაცხოვრებლებიდან კრიპტოვალუტის გამოყენებით 15.000 კანადური დოლარია უკანონოდ მითვისებული. გამოძიება უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ჯერ არ არის ცნობილი უკანონო საქმიანობა ერთი ადამიანის მიერაა ჩადენილი თუ დანაშაულში თაღლითების ჯგუფია ჩართული. აღსანიშნავია, რომ შარშან…

        Read More

          ავსტრალიამ საფოსტო სისტემაში ბიტკოინით გადახდის ფორმა დანერგა

          ავსტრალიის მოქალაქეებს საფოსტო სერვისის გადახდა უკვე ბიტკოინით შეუძლიათ. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ადგილობრივი კრიპტოვალუტის მომხმარებლები Bitcoin.com.au-ზე შეძლებენ ბიტკოინით გადახდას, ავსტრალიის ფოსტის 3,500-ზე მეტ ოფისში. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოლგერ ერიენსმა განმარტა, რომ გადახდის ახალი სისტემა ადამიანებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული იქნება. ”მრავალი ადამიანისთვის ბიტკოინით გადახდა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თანხის გადარიცხვა ინტერნეტით. ჩვენ ვამაყობთ ამ პარტნიორობით და მადლობას ვუხდით…

          Read More

            შვედეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის შექმნას აქტიურად განიხილავს

            შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ბანკის მიერ შექმნილ ციფრული ვალუტას ეხება. როგორც ცნობილია, Sveriges Riksbank-ის ციფრული ვალუტის სახელწოდება e-krona იქნება. თითქმის 100-გვერდიან დოკუმენტში 2020 წლის ეკონომიკური მიმოხილვაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე დიდი ხანია მუშაობს. განცხადებაში ასევე საუბარია ციფრული ვალუტის გამოშვების აუცილებლობაზე, კონკურენციასა და სხვა ასპექტებზე. ცენტრალური ბანკის მიერ გაკეთებული განცხადება…

            Read More