თურქეთი ციფრული ვალუტით გადახდას აკრძალავს
თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, ქვეყანაში ციფრული ვალუტით გადახდა იკრძალება. აკრძალვა ასევე შეეხება კრიპტოვალუტით განხორციელებულ სხვა ოპერაციებს, როგორიცაა ციფრული ვალუტის ლირაში, ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში გადაცვლა. აღნიშნული აკრძალვა ძალაში შევა 30 აპრილიდან. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში ეკონომიკური სტაბილურობა შეირყა. ლირის გაუფასურებამ კრიპტოვალუტისადმი ინტერესის გაზრდა გამოიწვია. ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ აკრძალულია კრიპტოვალუტების, ნებისმიერი, პირდაპირი თუ…
