Aptos Labs-ი კრიტიკას პასუხობს

0
770

რამდენიმე წლიანი განვითარებისა და მილიონობით დოლარით დაფინანსების შემდეგ, Layer-1 blockchain Aptos-მა (APT) საბოლოოდ 17 ოქტომბერს თავისი მთავარი ქსელი ხმარებაში ჩაუშვა, თუმცა ის საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო.

ტრანზაქციის დამადასტურებელმა (PoS) Blockchain აპლიკაციამ, აღნიშნულ პროექტში მილიონობით დოლარის სარისკო კაპიტალის ჩადების შესაძლებლობა დაინახა, იმის გათვალსიწინებით, რომ პლატფორმა წამში 160,000 ტრანზაქციის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა, საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა აღნიშნა, რომ მთავარ ქსელში TPS-ი მასზე დამყარებულ იმედებს ვერ ამართლებს და მოლოდინს ბევრად ჩამოუვარდება.

Aptos-ის blockchain explorer-ის თანახმად, ქსელი ამ მომენტისათვის დაახლოებით 4 TPS-ს ხედავს, თუმცა Twitter-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ტრანზაქციების განხორციელებას საერთოდ ვერ ახერხებს.

Twitter-ზე რამოდენიმე მომხარებელმა აღნიშნა, რომ Aptos Discord ოფიციალური გაშვებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში დახურული იყო, თუმცა პლატფორმა ცდილობდა გაშვების ხარვეზებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ამომწურავი პასუხები გაეცა მომხმარებლებისათვის და ამით უსაფუძვლო ჭორები შეეჩერებინა.

კომპანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქსელი მუშაობს ისე, როგორც მოსალოდნელია და აქტივობა იზრდება, რადგან ეკოსისტემას მეტი მონაწილე უერთდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი