Stacked-მა A სერიის დაფინანსების რაუნდი დაასრულა

    კრიპტოვალუტის სავაჭრო კომპანიამ, Alameda Research-მა 35 მილიონის ინვესტიციას ავტომატური კრიპტო ვაჭრობის აპლიკაციზე, Stacked-ზე უხელმძღვანელა.

    სტარტაპმა ოფიციალურად განაცხადა A სერიის დაფინანსების რაუნდის წარმატებით დასრულება, რომელსაც Alameda-სთან ერთად უძღვეობდა Mirana Ventures-ი, Bybit Exchange-ის და BitDAO.

    მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი დაფინანსება Stacked-ს დაეხმარება 2022 წლამდე გუნდის შემადგენლობის გადახალისებაში.

    ამავდროულად, Stacked-მა კრიპტო პორტფოლიოების და ავტომატიზირებული დაკრედიტების პროდუქტების მასშტაბირება უნდა გააგრძელოს.

    Alameda Research Ventures-ის პარტნიორმა, ბრაიან ლიმ განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ Alameda-მ ინვესტიციების განხორციელება Stacked-ში დაიწყო.

    ახლა კი ბრაიან ლი დარწმუნებულია კომპანიის შესაძლებლობებში. Stacked-ს შეუძლია უნიკალური და მარტივი საინვესტიციო გამოცდილება საცალო ინვესტორებისთვის უზრუნველყოს.

    შეგახსენებთ, რომ Alameda Research-ი კრიპტო მილიარდერის, სემ ბანკმენ-ფრიდის მიერ 2017 წელს დაარსდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *