სინგაპურის მარეგულირებელმა Bitget-ს ლიცენზია შეუჩერა

0
1191

სინგაპურის მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის ბირჟას, Bitget-ს ლიცენზია შეუჩერა.

როგორც Financial Times-ი იტყობინება, Bitget-მა სინგაპურის ლიცენზია მუსიკალურ ჯგუფთან, BTS-სთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის გამო დაკარგა.

საქმე ARMY Coin-ის უნებართვო რეკლამირებას ეხება.

ARMY Coin-ის რეკლამირების შემდეგ პრობლემა წარმოიშვა, რადგან ბირჟის “ტვიტერის” პოსტში დაწერილი ინფორმაცია მუსიკალურ ჯგუფთან შეთანხმებული არ იყო.

მუსიკალური ბენდის გულშემატკივრები “BTS army-ს” სახელით არიან ცნობილნი. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის შექმნა და შემდეგ რეკლამირება ჯგუფის გულშემატკივრების მოზიდვას ისახავდა მიზნად.

BTS ARMY არის აბრევიატურა და სრული სახელწოდება ასე ჟღერს: “Adorable Representative M.C. for Youth”.

ბირჟამ დაარღვია ჯგუფის უფლებები, როდესაც ჯგუფის წევრების ნებართვის გარეშე კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„ამჟამად განვიხილავთ ამ საქმეში არსებულ სამართლებრივ დარღვევებს, მათ შორის კრიპტოვალუტის ბირჟის მიერ მუსიკალური ბენდის უფლებების დარღვევას. ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ ზომებს ყველა დარღვევის წინააღმდეგ”,- განაცხადა HYBE-ის მუსიკალური პლატფორმის წარმომადგენელმა.

ამჟამად, Bitget-ი აცხადებს, რომ აქვს სხვა იურისდიქციების ლიცენზიებიც. ბირჟა ფლობს ავსტრალიის, კანადისა და აშშ-ს ლიცენზიებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი