ფინანსური სტაბილურობის საბჭო: კრიპტოვალუტა ეკონომიკისთვის რისკს არ წარმოადგენს
საერთაშორისო ცენტრალურმა ბანკებმა და საფინანსო ინსტიტუტებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტა გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის. ამის შესახებ ფინანსური სტაბილურობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნაშია აღნიშნული. ფინანსური სტაბილურობის საბჭო შედგება 68 ადგილობრივი ინსტიტუტისგან. ინსტიტუტებს შორის არიან ცენტრალური ბანკები, სადაზღვეო სააგენტოები და ფინანსთა სამინისტროები, რომლებიც თავის მხრივ, ამზადებენ რეკომენდაციებს გლობალური ფინანსური სისტემებისათვის. საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საბანკო სექტორი…