კრიპტო კომპანია Paxul-ი აფრიკის დასახმარებლად ბიტკოინის ფონდს ქმნის

0
1478

კრიპტო კომპანია Paxul-ი საქველმოქმედო პროგრამას აფართოებს. კომპანია აფრიკას COVID-19 პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

როგორც ცნობილია “აფრიკის ფონდი” ბიტკოინით შემოწირულობას მიიღებს. შემოწირული თანხა კი კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო რესურსების შესაძენად გამოიყენება.

განცხადების თანახმად, COVID-19 შემთხვევები აფრიკის მასშტაბით იზრდება. ამჟამად ფონდი მიზნად ისახავს პერსონალური დამცავი აღჭურვილობის, საკვებ პაკეტების შეძენასა და მაღალი რისკის მქონე პირებისთვის სურსათის მიწოდებას.

”ჩვენ ვიცით, რომ გასული თვე ყველასთვის რთული იყო. აფრიკაში კი Paxful-ის მრავალი მომხმარებელია, რომელთა უმეტესობამაც ვირუსის გამო ძლიერი ეკონომიკური დანაკარგი განიცადა. ამავდროულად აფრიკის ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემა არ არის საკმარისად ძლიერი.

გარდა ამისა, ბევრი ადამიანი არასახარბიელო პირობებში ცხოვრობს. ამის საპასუხოდ, ჩვენ ფონდს ვქმნით აფრიკაში COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენი ფონდი მიზნად ისახავს უშუალოდ დაეხმაროს ადამიანებს და კრიზისის დროს საზოგადოებას კრიპტოვალუტის პოზიტიური მნიშვნელობა აჩვენოს”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს Paxful-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი