Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი: კრიპტო დონაცია ციფრული ვალუტის სექტორზე დადებითად აისახება

0
1560

Blockchain-ის ვირტუალურ კონფერენციაზე Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ განაცხადა, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტები და საქველმოქმედო კრიპტო პროექტები კრიპტოვალუტის ადაპტაციას ახდენენ.

”თუკი აპირებთ, რომ ციფრული ვალუტით გარკვეული დონაცია განახორციელოთ, თქვენ რეგისტრირდებით, ხსნით ციფრულ საფულეს და იწყებთ თანხის გადარიცხვას. ბევრი ადამიანისთვის ეს კრიპტოვალუტასთან შეხების პირველი შემთხვევაა, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიურია”,- განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიდერლანდების “წითელი ჯვარი” კრიპტოვალუტას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებს.

ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის “წითელი ჯვარი” შემოწირულობებს ბიტკოინით მიიღებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსის საფრთხე არ არის ისეთი მაღალი, როგორც ესპანეთსა და იტალიაშია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩენგპენგ ზაომ ასევე ისაუბრა ჩინეთის სამთავრობო ინსტიტუტებთან Binance Academy–ის მუშაობის შესახებ.

მუშაობა ძირითადად Blockchain პროექტებზე მიმდინარეობს. ჩენგპენგ ზაო იმედოვნებს, რომ Binance-ს ქვეყნის მარეგულირებელ სისტემაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი