ტიმ დრეიპერი: დროთა განმავლობაში დოლარზე მოთხოვნა შემცირდება

0
2317

Blockchain–ის ონლაინ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლის დროს ინვესტორმა, ტიმ დრეიპერმა კვლავ გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ.

ტიმ დრეიპერი კვლავ თავის პოზიციას ინარჩუნებს. მისი აზრით, 2023 წელს ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს ინვესტორის მხრიდან საკმაოდ თამამ ნაბიჯად შეფასადა მისი პროგნოზი. ტიმ დრეიპერის პროგნოზის მიხედვით, 2022 წლის ბოლოს 2023 წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

”ეს არის ჩემი პროგნოზი. ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდება”,- აღნიშნა ინვესტორმა.

გარდა პროგნოზისა, ტიმ დრეიპერი ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბიტკოინის ფასის ასეთი ზრდა.

ინვესტორი მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში აშშ-ში დოლარზე მოთხოვნა შემცირდება და ადამიანები უპირატესობას მიანიჭებენ უფრო უსაფრთხო ციფრული ვალუტის, ბიტკოინის გამოყენებას.

“ამ სამ წელიწადში ბიტკოინის მთელ მსოფლიოში მასობრივი, კომერციული მიღება დაიწყება”,- განაცხადა ტიმ დრეიპერმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასის ნიშნული 7.695 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი