27 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1191

ორშაბათს, 27 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა შეადარებით გაუმჯობესდა.

ბიტკოინის ფასის ნიშნული 7.000 დოლარს მნიშვნელოვნად ასცდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 1.76%-ით არის მომატებული.

ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ფასი 7.736 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 63.9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასმა 0.42%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი 196 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ნელ-ნელა 200 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.

მოსალოდნელია, რომ დღის ბოლომდე, თუკი ეთერიუმმა ზრდის ტენდენცია არ შეაჩერა, ეთერიუმის ფასი 200 დოლარზე დაფიქსირდეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის ციფრების თანახმად, 27 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 222.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი