იაპონიაში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია იწყებს

0
1488

იაპონიაში მალე ამოქმედდა ციფრული აქტივების შესახებ ახალი კანონი.

ამ საკითხთან დაკავშირებით BitFlyer-ის შვილობილი კომპანიის წარმომადგენლებმა დაიწყეს კონსულტაცია Blockchain კომპანიასთან.

27 აპრილს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Blockchain ტექნოლოგიის ადაპტირება ბიზნესს საშუალებას მისცემს სამუშაო უფრო ეფექტურად, მცირე დროში შესრულდეს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.

BitFlyer-ის სათაო ოფისი მდებარეობს ტოკიოში მდებარეობს. შვილობილი კომპანიების ოფისები კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერირებს.

რამდენიმე დღის წინ იაპონიის ტოკენების უსაფრთხოების ასოციაციამ თვითრეგულირების სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ასოციაცია ქვეყნის ფინანსური ინსტრუმენტების და ვაჭრობის აქტის გადასინჯვას მოითხოვს. აქტი იაპონიის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და როგორც ცნობილია, პირველი მაისიდან ამოქმედდება.

ასოციაციამ გამოაქვეყნა წესები, ელექტრონული ჩანაწერის გადაცემის უფლებებისა და მომხმარებლის აქტივების მართვის შესახებ.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი უსაფრთხოების საკითხსაც. მომხმარებელთა დაცვა და თაღლითური საქმიანობის რისკის შემცირება არის ასოციაციის ძირითადი მოთხოვნები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი