პარასკევს, 24 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა. დღის პირველი ნახევრისთვის ციფრული ვალუტების ფასის მატება 2%-დან 17%-მდე დაფიქსირდა.
ბიტკოინის ფასი 7.600 დოლარის ნიშანს უახლოვდება. ბიტკოინის კურსის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 6.48%-ს შეადგენს. დღის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 7.555 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 20.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი – 8 მილიარდს.
CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 4.43%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახლოებით 189 დოლარს შეადგენდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელია ეთერიუმის ფასის 200 დოლარზე დაფიქსირება.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რიპლის კურსმაც მოიმატა. ამჟამად ალტკოინის ფასი 0.20 დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, CoinMarketCap-ის ციფრების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 216.9 მილიარდ დოლარს შეადგენს