Paxful-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების უმეტესობა კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც არსებული ფინანსური სისტემის ალტერნატივას.
მას, ვისაც გარკვეული ინფორმაცია აქვს ციფრული ვალუტის შესახებ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.
გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ტრადიციული ფინანსური სისტემის კრიზისი ხელს შეუწყობს ციფრული ვალუტის სექტორს.
კორონავირუსის პანდემიის დროს გამოწვეული კრიზისი ადამიანებს უბიძგებს ბიტკოინის, როგორც ალტერნატიული საშუალების გამოყენებისკენ.
დაახლოებით ერთი კვირის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შესახებ. გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.
ეკონომისტები 2022 წლისთვის მთლიაობაში ცხრა ტრილიონი დოლარის ზარალს პროგნოზირებენ.
ციფრული ვალუტის სექტორის წარმომადგენლები კი ამ მდგომარეობას უიმედოდ არ უყურებენ. ეკონომიკური კრიზისი და უშუალოდ ქაღალდის ფულთან შეხების საფრთხე ადამიანებს ციფრული ფულის გამოყენებისკენ უბიძგებს.
მედიით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ფონზე შესაძლოა, ცენტრალურმა ბანკებმა ციფრული ვალუტის გამოშვება დააჩქარონ.