საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი რეგულაციებზე დადებითად რეაგირებს.
ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ სხვადასხვა სახის სიახლე, რომელიც ყოველდიურად ვრცელდება ასევე გავლენას ახდენს ფასების ცვლილებაზე.
ამგვარ სიახლეებში იგულისხმება, როგორც კორონავირუსის პანდემია ისე, ნებისმიერი ეკონომიკური ცვლილება.
რამდენიმე დღის წინ დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის გლობალიზაციის ინსტიტუტის მიერ სამუშაო გეგმა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, კრიპტოვალუტის ფასები რეგულაციების მიხედვით იცვლება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის სხვადასხვა სახის აკრძალვის მიუხედავად, ფასები არ შემცირებულა.
რამდენიმე კვირის წინ მედიასთან ინტერვიუს დროს ეკონომისტმა ჯონ ვეზმა განაცხადა, რომ ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, თუ შექმნილი კრიზისის დროს როგორი რეაგირება ექნება მთავრობას.
ჯონ ვეზი ასევე ხაზს უსვამს პანდემიის დროს კრიპტოვალუტების ფართომასშტაბიანი გამოყენების მნიშვნელობას.
მოკლევადიან პერიოდში, ჯონ ვეზი ბიტკოინის კურსის დაცემას არ პროგნოზირებს. მისი აზრით, ციფრული ვალუტის ბაზარზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი, მაგრამ ფასის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი მაინც არ არის.