ამერიკული მედია ჩრდილოეთ კორეის მიერ დაგეგმილ კიბერ შეტევაზე წერს

0
1327

ბოლო დროს ამერიკული მედია აქტიურად წერს ჩრდილო კორეის მიერ კიბერთავდასხმების მომზადების შესახებ. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ოფიციალური ორგანოც ადასტურებს.

გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტისა და FBI-ს ერთობლივი განცხადება გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილო კორეის კიბერთავდასხმის საწინააღმდეგოდ მთელი რიგი ღონისძიებებია მიღებული.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც კრიპტოვალუტის გამოყენებით ჩრდილოეთ კორეის კიბერ შეტევაზე იყო საუბარი.

2019 წლის შემოდგმომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტის განვითარებაზე მუშაობდა.

როგორც ცნობილი გახდა, პროექტი შეიქმნა იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება მოეხერხებინა.

განსაკუთრებით საქმე ეხებოდა აშშ-ს სანქციებს.

ჩრდილოეთ კორეის კრიპტო კონფერენციების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მიერ შექმნილი ციფრული ვალუტა ბიტკოინის მსგავსი უნდა იყოს.

“ჩვენ კრიპტოვალუტების განვითარების ადრეულ სტადიაზე ვართ. უფრო კონკრეტულად კი, ახლა ჩვენ ციფრულ ვალუტას შევისწავლით”,- აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის კრიპტო კონფერენციების ხელმძღვანელმა, კაი დე ბენოსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი