როს ულბრიხტი ბიტკოინის ფასის შემცირებას პროგნოზირებს

0
1721

ე.წ. კრიპტო შავი ბაზრის, Silk Road- ის დამფუძნებელი, როს უილიამ ულბრიხტი აცხადებს, რომ 2020 წელს ბიტკოინის კურსი შემცირდება.

მისი აზრით, ზაფხულში, ივნისისა და ივლისის შუალედღში ციფრული ვალუტის ფასები, განსაკუთრებით კი ბიტკოინის კურსი მკვეთრად დაეცემა.

”ბიტკოინის ბაზარმა ზრდა 2017 წლის ბოლოსთვის დაასრულა, რა დროსაც ციფრული ვალუტის კურსმა 20.000 დოლარს მიაღწია. ჩვენ ახლა ბოლო ტალღაზე ვართ. ბიტკოინის პირველი ციკლის ბოლო ფაზაში, რომელიც კურსის შემცირებას გულისხმობს”,- განაცხადა როს ულბრიხტმა.

თავისი განცხადების არგუმენტად, როს ულბრიხტმა გაიხსნენა პროგნოზი, რომელიც მან დეკემბერში გააკეთა. ამ პროგნოზის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ვარდნა 4.200 დოლარამდე იყო მოსალოდნელი. როს ულბრიხტის აზრით, ეს პროგნოზი საბოლოოდ მაშინ გამართლდება, როდესაც ფასი 3.200 დოლარის ნიშნულზე აღმოჩნდება.

”3,200 აშშ დოლარზე დაბალი ფასი იქნება ამის მყარი დადასტურება. ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ როდის იქნება კურსი ყველაზე დაბალ ნიშნულზე. ამავდროულად, ეს ნიშნული იქნება შეძენის შესაძლებლობა. თუმცა თუკი ფასი 14.000 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ჩვენი პროგნოზის გადახედვა მოგვიწევს”,- აღნიშნულია როს ულბრიხტის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი