ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირებულია

0
1537

10 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა.

CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 4.86%-ით არის შემცირებული. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ფასი კვლავ 7.000 დოლარის ქვემოთ იმყოფება. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 6.900 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ექპსერტების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის ფასის შესაძლოა, 6.000 დოლარის ნიშნულსაც ჩასცდეს. თუმცა ანალიტიკოსები იმედს არ კარგავენ და ფიქრობენ, რომ ბიტკოინის კურსი 7.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდება.

ამასთანავე, ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსმაც დაიკლო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი თითქმის 7%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასის ნიშნული 158 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 აპრილს დღის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 197.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი