ტიმ დრეიპერი საზოგადოებას კრიპტოვალუტის გამოყენებისკენ მოუწოდებს

0
1246

კორონავირუსის გლობალურმა გავრცელებამ ფინანსურ სექტორზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

ტექ.-ანალიტიკოსი ტიმ დრეიპერი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორი ბიტკოინზე და ზოგადად კრიპტოვალუტებზე მოთხოვნას გაზრდის.

“ეს ნამდვილად საინტერესო დრო იქნება, როდესაც ხალხი დასვამს კითხვას, თუ რატომ არ ვიყენებთ ბიტკოინს?! არადა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ვალუტა, რომელიც ყველასთვის მისაღებია და ამასთანავე, ეკონომიკის ნაწილიც არის. ციფრული ვალუტა ღია, გამჭვირვალე და გლობალური მოვლენაა”,-აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს ტიმ დრეიპერმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტიმ დრეიპერი ციფრული ვალუტის სფეროსთან დაკავშირებით ყოველთვის პოზიტიურად არის განწყობილი.

კრიპტო მედია ქსელ BlockTV– სთან ინტერვიუში ტექ.-ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლამდე საჭიროა ბიტკოინის ფასმა სტაბილური ზრდის ტენდენცია აჩვენოს.

“თუ ჩვენ გავაკეთებთ ტექნიკურ ანალიზს აღმოჩნდება, რომ ექვსი თვის შემდეგ ბიტკოინის კურსი ზრდას დაიწყებს. ამის შემდეგ კი კრიპტოვალუტის ფასი 250 000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს”,- აღნიშნა ტიმ დრეიპერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი