ჯეკ დორსიმ COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფონდი შექმნა

0
1271

Twitter–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და Square-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ ახალი ფონდი სახელწოდებით LLC Start Small-ი დაარსა. ფონდი მიზანია COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლა.

ფონდში ჯეკ დორსიმ ერთი მილიარდი დოლარი უკვე გადარიცხა, რაც მისი ქონების დაახლოებით 28%-ს შეადგენს.

ფონდის ძალისხმევა თავდაპირველად ფოკუსირდება კორონავირუსის პანდემიაზე. თუმცა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ფონდი ქალების ჯანმრთელობის დაფინანსებასა და ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს.

ჯეკ დორსის განცხადების მიხედვით, ყველა დაფინანსება გამჭვირვალე იქნება.

”გრძელვადიან პერსპექტივაში ფონდი გავლენას იქონებს ჩემს ორივე კომპანიაზე, რადგან ეს ფონდი დახმარება იმ ხალხს, რომლის მომსახურებაც გვინდა”,-აღნიშნულია ჯეკ დორსის განცხადებაში.

ბოლო დროს კრიპტოვალუტის სექტორიდან არაერთი კომპანია რიცხავს თანხას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რამდენიმე დღის წინ Ripple Lab–მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 200.000 აშშ დოლარის დონაციას განახორციელებდა. შემოწირულობა ორი სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციისთვის იყო განკუთვნილი.

დონაციის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის წინააღმდებ ბრძოლა.

ლაბორატორიის “ტვიტერის” პოსტის მიხედვით, 100.000 აშშ დოლარი Tipping Point გადაუდებელი რეაგირებისა და Silicon Valley Community Foundation–ის ფონდებს გადაეცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი