6 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1210

6 აპრილს კრიპტოვალუტების ბაზარი საკმაოდ გაიზარდა.

coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 4.78%-ით გაუმჯობესდა. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ფასი 6.900 დოლარის ნიშნულს ასცდა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 7.112 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, თუკი ბიტკოინმა 7.000 დოლარის დონე შეინარჩუნა მომდევნო სამიზნე ფასი 7.217 დოლარი იქნება.

ექპსერტების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი, ბიტკოინის ფასის დაცემა 5.200 დოლარამდე არის მოსალოდნელი.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად მოიმატა ეთერიუმის კურსმაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 7.30%-ით არის გაზრდილი. ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასის ნიშნული 154 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 აპრილს დღის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 199.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი