ფილიპინების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია საზოგადოებას თაღლითური კრიპტო სქემის შესახებ აფრთხილებს.
ამჟამად ფინანსური თაღლითობის სქემაში ბიტკოინი იყო გამოყენებული.
სქემას Bitcoin Revolution-ი ეწოდება. თაღლითები ირწმუნებოდნენ, რომ ინვესტორებს დღეში 300%-იანი მოგების ნახვა შეეძლოთ.
2019 წლის შემოდგომაზე ფილიპინების სამართალდამცავები თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებდნენ მოქალაქეებს.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების Inquirer.net–ის ინფორმაციის მიხედვით, საიმიგრაციო ბიუროს, ანტიკორუფციული კომისიისა და ეროვნული პოლიციის მონიტორინგისა და აღსრულების ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთად გაამჟღავნეს თაღლითური სქემა.
ხელისუფლებამ ჩინეთის საელჩოსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ფილიპინებში წარმოებული არალეგალურ საქმიანობა ჩინეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა.
როგორც ცნობილი გახდა, ფილიპინების პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, ფილიპინების ცენტრალური ბანკის მმართველმა, ბენიამინ დიოკნომ მოქალაქეები ტერორიზმის დაფინანსებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ გააფრთხილა.
როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აღნიშნავდა, ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობდა მონიტორინგს.