აშშ-ს კრიპტოვალუტის რეგულაციები ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოზიტიურად შეფასდა

0
1393

ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფმა ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი ძირითად ეხება ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებს.

გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, აშშ-ში მეტწილად რეგულირებულია ციფრული ვალუტის სექტორი.

დოკუმენტში განხილულია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო მარეგულირებელ სტანდარტებთან.

2016 წლის ბოლო შეფასების შემდეგ, ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის რეიტინგში აშშ-ს ადგილი არ შეცვლილა. თუმცა დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ შემოწმება უფრო და უფრო გამკაცრდება.

შეგახსენებთ, რომ ციფრული ვალუტის რეგულირების შესახებ სენატმა ზაფხულშიც იმსჯელა.

აიდაჰოს სენატორმა მაიკლ კრეპომ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა და Blockchain-ის ტექნოლოგია გარდაუვალი მოვლენებია. მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მათგანი ამერიკის მოქალაქეებისთვის შესაძლოა, სარგებლის მომტანი იყო.

”მსურს, აშშ ამ ტექნოლოგიის გამოყენების მოწინავეთა რიგებში იყოს. უნდა აღნიშნოს, რომ ორივე ტექნოლოგიას აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი და წარმოუდგენელი რისკიც”,- განაცხადა მაიკლ კრეპომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი