PayPal-ის ფინანსური ხელმძღვანელი: ბიტკოინი დიდი ალბათობით გადახდის ყველაზე მოთხოვნადი საშუალება გახდება

0
2922

Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში PayPal-ის ფინანსური ხელმძღვანელი ჯონ რეინი ბიტკოინის მომავალს დადებით კონტქსტში განიხილავს.

ინტერვიუში სათაურით “კრიპტო ფაქტორი” რეინიმ განაცხადა, რომ PayPal იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც გადახდის საშუალებად ბიტკოინის გამოყენება დაიწყო.

“ბიტკოინი არასტაბილურობის გამო ტრანზაქციებისათვის ხელსაყრელი არ არის, რადგან თუ თქვენ ვაჭრობთ და გაქვთ 10%-იანი მოგება, მაგრამ მომდევნო დღეს ბიტკოინი 15% -ით დაეცემა, ასეთ დროს თქვენი ტრანზაქცია “დაიძრება”, -აღნიშნა ჯონ რეინიმ.

კითხვაზე გახდება თუ არა კრიპტოვალუტა უფრო მოთხოვნადი როგორც გადახდის საშუალება ჯონ რეინიმ უაპსუხა, რომ ამის დიდი ალბათობა არსებობს.

“ეს ტექნოლოგია ამას ნამდვილად იმსახურებს. თუმცა მანამ სანამ, კრიპტოვალუტით გადახდა საყოველთაო ხასიათს მიიღებს და, როგორც ვალუტას ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ ადამიანები, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა”,- აღნიშნა რეინიმ.

ამის საპირისპირპოდ, PayPal-ის თანადამფუძნებელმა მაქს ლევჩინმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ის Blockchain-ს რევოლუციურ ტექნოლოგიად მიიჩნევს, თუმცა ბიტკოინის მომავალს ჯერჯერობით ვერ ხედავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი