კრიპტო სექტორს იაპონიის რეგულაციის სისტემა გრძელვადიან პერსპერქტივაში წარმატებას მოუტანს

0
1519

იაპონიაში დაფუძნებულმა იურიდიულმა კომპანიამ, So & Sato კრიპტოვალუტის შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში ციფრული აქტივების ყველა ასპექტის სამართლებრივ კონტექსტში მოქცევა.

დოკუმენტის მიხედვით აუცილებელია, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი რეგულაციებს დაექვემდებაროს.

კომპანიის წარმომადგენელმა მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობის ადგილობრივი რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ეს არის სხვა ქვეყნებში.

ამასთანავე, როგორც კომპანიის წარმომადენელი აცხადებს, რეგულაციების სიმკაცრე ხელსაყრელი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. რეგულაციები ციფრული ვალუტის სფეროს საშუალებას მისცემს ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ინტეგრირდეს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარეგულირებელი ორგანო კვლავ რეგულაციების გადასინჯვით იყო დაკავებული. როგორც ცნობილი გახდა, რეგულაციების გადასინჯა მიმდინარეობდა, თუმცა რეგულაციების სრულყოფილად ამოქმედება როდის მოხერხდება ამდრომდე უცნობი რჩება.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ რეგულაციები რაც შეიძლება მალე, 2020 წლის პირველ ნახევარში უნდა ამოქმედდეს.

იაპონიის მარეგულირებელი ორგანოში ასევე მსჯელობა მიმდინარეობს კრიპტო ვაჭრობის შესახებაც. ამდრომდე მომხმარებლის უსაფრთხოება ბირჟებთან მიმართებით კვლავ პრიორიტეტულ მოთხოვნად რჩება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი