მსოფლიოში ცნობილი ავტომობილების მწარმოებელი BMW ჯგუფი გეგმავს, რომ 2020 წელს 10 მიმწოდებელი Blokchain ტექნოლოგიის ქსელში ჩართოს.
პლატფორმა სახელწოდებით PartChain-ი კომპანიამ 2019 წელს უკვე გამოსცადა.
პლატფორმის ადრეული ვერსია, PartChain-ი შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მეტი გამჭვირვალობა შეიტანოს საავტომობილო ბიზნესში.
ანდრეას ვენდმა, რომელცი არის BMW AG მენეჯმენტის საბჭოს წევრი, ის ასევე პასუხისმგებელია ჯგუფის შესყიდვებისა და მომწოდებლების ქსელზე, განაცხადა, რომ რომ BMW-ს ახლა სურს პროექტის გაფართოება და ამისთვის 10 მიმწოდებელი შეირჩევა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია BMW-მ VeChain-თან თანამშრომლობა დაიწყო. თანამშრომლობის მიზანი VeChain-ის Blokchain-ზე დაფუძნებული პლატფორმის შექმნა იყო.
ზუსტად ორი წლის წინ გერმანიის საავტომობილო კომპანია Daimler AG, რომელიც ცნობილია მერსედეს-ბენცითა და Smart brands-ი წარმოებით ბარსელონაში, მსოფლიო კონგრესზე საკუთარი, Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტა მობიკოინი წარადგინა.
რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ოთხმა ყველაზე მსხვილმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ერთობლივი Blockchain პლატფორმის გამოყენება დაიწყეს.
BMW, GM, Ford და Renault გარდა, Blockchain-ის პლატფორმას შეუერთდა Bosch-იც.