ნიდერლანდების “წითელი ჯვარი” COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დონაციას ბიტკოინით მიიღებს

0
1617

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიდერლანდების “წითელი ჯვარი” კრიპტოვალუტას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ქვეყნის “წითელი ჯვარი” შემოწირულობებს ბიტკოინით მიიღებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსის საფრთხე არ არის ისეთი მაღალი, როგორც ესპანეთსა და იტალიაშია.

თუმცა, როგორც ჩანს, ნიდერლანდების “წითელი ჯვარი” ზომებს წინასასწარ იღებს.

ნიდერლანდების გარდა, კრიპტოვალუტის დონაციის მიღებას იტალიის “წითელი ჯვარიც” დაეთანხმა. ამჟამად, როგორც ცნობილია, იტალიის “წითელ ჯვარში” უკვე 20.000 აშშ დოლარი არის მობილიზებული.

“წითელი ჯვრის” თანამშრომლები თანხას ძირითადად სამკურნალო მასალების შესაძენად გამოიყენებენ.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთი ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტი, როგორიცაა ბიტკოინი, დაგვეხმარება ვიპოვოთ აუცილებელი ეკონომიკური რესურსები, რომელთა სხვა წყაროდან მიღება ამ მომენტში რთულია”,-განაცხადა კორონავირუსის ბრძოლაში ჩართული კომიტეტის პრეზიდენტმა, ბრუნო პიეტროსანტიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი