კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად შემცირებულია

0
1528

16 მარტს ბიტკოინის ფასმა კლება განაგრძო. ამჟამად ანალიტიკოსები მიზეზად კორონავირუსის გლობალურ გავრცელებას ასახელებენ. ექსპერტების თქმით, ვირუსმა ბაზრებზე უარყოფითად იმოქმედა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 4.793 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით, ციფრული ვალუტის კურსი თითქმის 9%-ით არის შემცირებული.

ამჟამად ბიტკოინის კაპიტალიზაცია დაახლოებით 89 მილიარდ დოლარის ფარგლებში მოძრაობს. კრიპტოვალუტის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი კი 63.9%-ია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 110 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული თითქმის 12%-ით არის შემცირებული.

ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 12 მილიარდი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 16 მარტის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 139.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი