Tron-ის აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინის ფასი 100.000 დოლარამდე გაიზრდება

0
1676

Tron-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯასტინ სანი აცხადებს, რომ ბიტკოინის გარდა, ის სხვა კრიპტოვალუტებსაც ფლობს.

CNN–ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჯასტინ სანმა განაცხადა, რომ ბიტკოინთან ერთად ფლობს ეთერიუმს და რიპლის:

”მე მაქვს ძალიან ბევრი რიპლი და ეთერიუმი. მე მჯერა კრიპტოვალუტის გრძელვადიანი წარმატების. სწორედ ამიტომ, მე ვფლობ მრავალი სახის ციფრულ ვალუტას”.

Tron–ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, ბიტკოინი კურსი 2025 წელს 100.000 დოლარის ზღვარს გადალახავს.

აღსანიშნავია, რომ Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, ბიტკოინის ფასი 2020 წელს 20.000 დოლარს გადააჭარბებს.

“ბიტკოინს აქვს პოტენციალი, რომ მიაღწიოს და გადააჭარბოს თავის ისტორიულ მაქსიმუმს, 20.000 დოლარს”,- განაცხადა მაიკ ნოვოგრაციმ.

CNBC-სთან ინტერვიუს დროს, Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა, ტომ ლიმ კი განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი 30.000 დოლარს მიაღწევს.

ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევა ტიმ დრეიპერი. “თუ ჩვენ გავაკეთებთ ტექნიკურ ანალიზს აღმოჩნდება, რომ ექვსი თვის შემდეგ ბიტკოინის კურსი ზრდას დაიწყებს. ამის შემდეგ კი კრიპტოვალუტის ფასი 250 000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს”,- აღნიშნა BlockTV– სთან ინტერვიუში ტექ.-ანალიტიკოსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი