რუსეთის ორი რეგიონი მაინინგ ფერმების შექმნას გეგმავს

0
2063

კალინინგრადის ოლქში, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი კრიპტოვალუტითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა სოჭში საინვესტიცო ფორუმზე განაცხადა. გუბერნატორმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში, რეგიონში შესაძლოა მაინინგის უდიდესი ფერმაც შეიქმნას.

“ჩვენი ბევრი მოქალაქე დაინტერესებულია მაინინგით. მაგრამ მაინინგთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება საკმაოდ რთულია და არავის სურს ტექნიკის გადახურებისგან სახლში ხანძარი გააჩინოს. სწორედ ამიტომ გვაქვს მაინინგ “ჰოტელები”, სადაც ადამიანებმა იციან, თუ როგორ უნდა “გაგრილდეს” ტექნიკა ისე, რომ არაფერი დაიწვას”,- აღნიშნა ანტონ ალიხანოვმა.

კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა აღიარა, რომ “მდიდარი გამოცდილება” აქვს საფონდო ბირჟასთან ურთიერთობის.

“აქციები, ობლიგაციები, “ფიუჩერსები” – ეს ძალიან სარისკოა. დღესდღეობით, მე არ მაქვს კრიპტოვალუტისათვის საჭირო სახსრები ამიტომ, დისტანციას ვამჯობონებ”, – განაცხადა ალიხანოვმა. თუმცა მან ასევე, დასძინა, რომ როდესაც კრიპტოვალუტის ბაზრები უფრო სტაბილური გახდება ის შესაძლებელია სხვა პოზიციაზე იყოს.

სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განიზრახეს, რომ მაინინგ-ბიზნესი საკუთარ რეგიონებში განავითარონ. ხელისუფლება ლენინგრადის ოლქში, სანკტ-პეტერბურგის ჩრდილოეთის საზღვართან ახლოს, გეგმავს ტექ-პარკის აშენებას კრიპტოვალუტის მაინინგ ფერმებისათვის. ფერმები ბირთვული ელექტროსადგურის შენობაში “სასნოვი ბორ”-ში აშენდება. ამის შესახებ ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროძენკომ განაცხადა.

“რუსები მაინინგით საკუთარ ავტოფარეხებში არიან დაკავებულები. ჩვენ კი გვინდა, რომ ისინი მაინინგით მასშტაბურ სამრეწველო დონეზე დაკავდნენ. გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება გარკვეული მარეგულირებელი სისტემა, რომელიც ბიტკოინის წარმოების საშუალებას მოგვცემს”, -აღნიშნა დროძენკომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი