პირველ დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1563

პირველ დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი საკმაოდ მერყევი იყო. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსი შემცირდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ CoinMarketCap-ის სიის ტომ 10 კრიპტოვალუტიდან კურსის შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი Bitcoin SV-მ აჩვენა. ალტკოინის ფასი დაახლოებით 4.04%-ით შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 7.250-დან 7.300 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 4%-ით დაეცა. მიუხედავად ამისა, მთლიან ბაზარზე ბიტკოინის მოცულობა კვლავ მაღალია და ის 66.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც შემცირდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასმა დაახლოებით 2%-ით დაიკლო.

ეთერიუმის კურსის ნიშნული კი 149 დოლარზე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 198,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი