აშშ-ს მთავრობის წევრებს შორის კრიპტოვალუტის შესახებ განხილვა კვლავ მიმდინარეობს

0
2031

ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადების თანახმად, დეცენტრალიზირებულმა კერძო ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, მთავრობის გარკვეული ფუნქციები კერძო სექტორზე გადაიტანოს.

ჯასტინ მაზინიჩის მოსაზრების შესახებ ცნობილი გახდა ციფრული ვალუტის ეკოსისტემისა და საბანკო სექტორის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე.

ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Coinbase-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ამსტრონგმა განაცხადა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის რეაგირებას ელოდებოდა. საქმე ეხებოდა ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ შექმნილ ციფრულ ვალუტას.

ბრაიან ამსტრონგი მთავრობას ურჩევდა Libra-სთან დაკავშირებული პოზიციის გადახედვას.

კრიპტოვალუტის ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სჯერა აშშ-ს მთავრობის მხრიდან რეაგირების მოხდენის.

”ქვეყნები განაგრძობენ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების გამოყენებით. თუ მთავრობას შეუძლია აქ დახმარება, ეს ძალიან კარგია. თუმცა, მანამდე, სანამ დახმარებას შესძლებს ინოვაციას ზიანი არ უნდა მიაყენოს”,- აღნიშნა Coinbase-ის თანადამფუძნებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი