ტუნისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ეროვნული ვალუტის გადატანა Blockchain პლატფორმაზე.
ტუნისის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ დაიწყო ტუნისის დინარის ციფრული წარმოება. ცნობილი გახდა, რომ ციფრული ვალუტა Universa Blockchain-ზე გაიცემა.
Universa-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ბოროდიჩი აღნიშნავს, რომ ელექტრონული ვალუტის ეს ფორმა არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ კრიპტოვალუტად.
ელ-დინარი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება და ქაღალდის ფულის მხარდაჭერით მიიღება. თუმცა Blockchain-ი არა მხოლოდ გაყალბებისგან დაიცავს, არამედ გაცემას იაფსა და გამჭვირვალეს გახდის.
“ციფრული ბანკნოტების გაყალბება შეუძლებელია – თითოეული ბანკნოტი დაცულია კრიპტოგრაფიით, ისევე როგორც მისი ქაღალდის ექვივალენტს აქვს საკუთარი ნიშნები. გარდა ამისა, ასეთი ბანკნოტის წარმოება 100-ჯერ იაფია, ვიდრე დაბეჭდვის პროცესში მელნის, ქაღალდისა და ელექტროენერგიის დახარჯვა”,- განაცხადა Universa-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.