ალტკოინების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1407

17 ივლისს ალტკოინების ფასმა ოდნავ მოიმატა. თუმცა წინა დღეების მონაცემებთან შედარებით განსაკუთრებული ფასის ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 0.41%-ით გაიზარდა. 17 ივლისს ალტკოინის ფასი 223 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული მოიმატებს მომდევნო სამიზნე დონე 238 დოლარი იქნება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინ Cash-ის კაპიტალიზაცია 4 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება რიპლის: 17 ივლისის მონაცემებით, ალტკოინის ფასი 0.19 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რიპლის ფასმა დაახლოებით 1.05%-ით მოიმატა.

17 ივლისს რიპლის კურსიც ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინმა ფასის მატება განაგრძო მომდევნო დონე 0.24 დოლარი იქნება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რიპლი კაპიტალიზაციის სიდიდით კვლავ მეოთხე ადგილს იკავებს. ალტკოინის კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი