31 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1414

ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს, კრიპტოვალუტის ბაზარმა, კრიზის შემდეგ, სტაბილურობის მოპოვება კვლავ მოახერხა.

ბიტკოინის ფასმა 9.000 დოლარის ზღვარი დაარღვია. დღეს კრიპტოვალუტის კურსი 9.200 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი კი 9.258 დოლარზე დაფიქსირდა.

ბიტკოინი კვლავ 9.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კვირის ბოლომდე კრიპტოვალუტის ფასი 10.000 დოლარამდე გაიზარდოს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსი 1.21%-ით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის ფასმა 0.57%-ით მოახერხა გაუმჯობესება. 30 ოქტომბერს ალტკოინის კურსი 180 დოლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასს დაახლოებით 2.25%-იანი ვარდნა აქვს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 31 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 247 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი