ევროპოლი: კრიპტო ბირჟებზე ჰაკერების თავდასხმის ფაქტები მომრავლდა

0
1438

ევროკავშირის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის სააგენტომ, ევროპოლმა 2019 წლის ინტერნეტში ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

რამდენიმე დღის წინ ევროპოლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კიბერდანაშაულის კუთხით გახშირებულია ციფრული ვალუტის ბირჟებზე ჰაკერების თავდასხმის ფაქტები.

რამდენიმე თვის წინ სინგაპურში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Bitrue ჰაკერების თავდასმის ობიექტი გახდა. როგორც ცნობილია, ბირჟიდან 9.3 მილიონი ღირებულების რიპლი და 2.5 მილიონი დოლარის კარდანო მოიპარეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა. ბირჟის დაჰაკვის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ შემთხვევის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟიდან დაახლოებით 40.7 მილიონი დოლარია მოპარული. ბირჟაზე თავდასხმის დროს უსაფრთხოების დარღვევის შესახებ სისტემამ მაშინვე მიიღო ინფორმაცია, თუმცა ჰაკერებმა 7.000 ბიტკონის მოპარვა მაინც მოახერხეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი