შვედეთის ცენტრალური ბანკი Libra-ს შექმნას მიესალმება

0
1709

შვედეთის Riksbank–ის ხელმძღვანელმა Facebook-ის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა. შტეფან ინგვესის თქმით, Libra მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს, რომ ციფრული ტრანსფორმაციისთვის მოემზადონ.

CNBC–ის Squawk Box Europe–ში სტუმრობის დროს შვედეთის ცენტრალური ბანკის ხელმღძვანელმა აღნიშნა:

“Libra წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი კატალიზატორია. უნდა ვაღიაროთ, რომ, როდესაც Facebook-ის ციფრულ ვალუტაზე საუბარი დაიწყო ამან გვაიძულა, რომ დავფიქრებულიყავით იმ ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ”.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის დასაწყისში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ციფრული ვალუტის შესახებ კვლევა ჩაატარა.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების 70%-მა ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ კვლევები ჩაატარა.

საერთაშორისო ანგარიშსსწორების ბანკმა მსოფლიოს 63 ცენტრალური ბანკის კვლევა შეისწავლა.

ანგარიშში შვედეთსა და ურუგვაის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც ქვეყნებს, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული იურისდიქცია. ამ ორ სახელმწიფოში ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გაცემის საკითხი კი საკმაოდ აქტუალურია.

შვედეთის შემთხვევაში, Riksbank-მა 2017 წლის დასაწყისში ელექტრონულ კრონას პროექტზე დაიწყო მუშაობა. ცენტრალური ბანკი კი უკვე პროექტის მომდევნო ეტაპზეა გადასული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი