ოთხმა უმსხვილესმა კომპანიამ Facebook-ის კრიპტო პროექტი დატოვა

0
1407

Visa, EBay, Stripe-ი და Mastercard-ი Facebook–ის კრიპტო პროექტს ტოვებენ. ამის შესახებ ოთხივე კომპანიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებმა თავიანთი პატივისცემა დაადასტურეს Facebook–ის პროექტის მიმართ, თუმცა ამ ეტაპზე პროექტის დატოვება გადაწყვიტეს.

ცოტა ხნის წინ Visa, Mastercard-ისა და Stripe-ს წარმომადგენლების კომენტარები გავრცელდა. სამი უმსხვილესი კომპანია ამტკიცებდა, რომ Facebook-ს ზედმეტად ბევრი მოთხოვნა ჰქონდა მარეგულირებელ სტრუქტურებთან.

”Stripe-ი არის ისეთი პროექტების მომხრე, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ონლაინ კომერცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. Libra-ს აქვს ეს პოტენციალი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მის პროგრესს. თანამშრომლობის შესახებ კი მოგვიანებით ვისაუბრებთ”,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გადახდის პროვაიდერმა, PayPal–მა Libra-ს ასოციაცია ოფიციალურად დატოვა. თუმცა PayPal-ის წარმომადგენელმა აღნიშნა:

”ჩვენ Libra-ს მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ და მომავალში ალბათ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. Facebook-ი არის PayPal–ის მრავალწლიანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი