ახლახანს გამოქვეყნდა ნიუ–იორკის შტატის ფინანსური მარეგულირებლის განცხადება, რომელის თანახმადაც, ორგანიზაცია ეძებს ციფრული ვალუტის ინდუსტრიისა და Blockchain ტექნოლოგიის სპეციალისტს.
უფრო კონკრეტულად კი, ფინანსური სერვისების დეპარტამენტი ეძებს ადამიანს, რომელიც კვლევებისა და ინოვაციების განყოფილებაში მოადგილის რანგში იმუშავებს. ამ თანამდებობაზე მყოფი პირი პასუხისმგებელია მარეგულირებლის პოლიტიკასა და განვითარებადი ინოვაციური ბაზრების რეგულირებაზე.
დასაქმებული პირი ასევე პასუხისმგებელი იქნება სფეროში სააღსრულებლო პროცედურების, პოლიტიკის და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავებასა და ინდუსტრიის მოთამაშეებთან ჩართულობის შენარჩუნებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო ორგანოები ბოლო თვეებში აქტიურად ქირაობენ კრიპტო და Blockchain საკითხების მცოდნე პირებს. მაგალითად, აგვისტოში შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტი ეძებდა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტს, რომელიც სპეციალიზირებული იქნებოდა Blockchain ტექნოლოგიის კუთხით.
დასაქმებულის მოვალეობა კი კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება იყო.