კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1564

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტების ბაზარი მკვეთრად შემცირდა.

ბიტკოინი

რამდენიმე დღეა ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. კრიპტოვალუტის ფასი 26 სექტემბერს 8.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის შემდეგი დონე 7.451-სა და 7.337 დოლარს შორის იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტები პოზიტიური პროგნოზისგან თავს იკავებენ.

ამიტომ ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

ეთერიუმი

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც შემცირდა. ალტკოინი 163 აშშ დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

იმ შემთხევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი დაიკლებს მოსალოდნელი დონე 150 დოლარი იქნება. თუმცა ფასი კიდევ თუ შემცირდა შესაძლოა, ეთერიუმის კურსი 122 დოლარი იყოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის მომატებამდე ვაჭრობის დაწყებას არ ურჩევენ.

რიპლი

ბოლო ორი დღის განმავლობაში რიპლის ფასი 0.25 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი შემცირდა მოსალოდნელი დონე 0.22 დოლარი იქნება. თუმცა ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზით შესაძლოა, რიპლის კურსმა 0.19 დოლარამდე დაიკლოს.

თუ რიპლის ფასმა მოიმატა მოსალოდნელი დონე 0.27 დოლარი იქნება. თუმცა რიპლის აქვს შანსი 0.34 დოლარის დონემდე ფასი გაზარდოს.

ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ კურსის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი კურსის შემცირების დროს 166 დოლარზე აღმოჩნდება. თუკი ფასი კიდევ უფრო შემცირდა შესაძლოა, ალტკოინის კურსი 105 დოლარამდეც კი დაეცეს.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნოზსაც აკეთებენ. თუკი ბიტკოინ Cash-ის ფასი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 300 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ კურსის ზრდის შემთხვევაში დაიწყონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი 54 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

იმ შემთხვევაში, თუ კურსი კიდევ უფრო დაიკლებს მოსალოდნელი დონე 30 დოლარი იქნება.

თუმცა ლაიტკოინის ფასის ზრდის შემთხვევაში შესაძლოა, ლაიტკოინის დონე 81 დოლარამდე გაიზარდოს.

ექსპერტები მხოლოდ კურსის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი