მიმდინარე წლის დასაწყისში კრიპტოვალუტის რისკების შეფასების დროს ნიდერლანდური ბანკი ABN Amro NV აღმოჩნდა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სკანდალში.
რამდენიმე დღის წინ ამ საკითხის შესახებ Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც საეჭვო გარიგების შესახებ გამოძიება დაიწყო ბანკის აქციები 10.3%-ით შემცირდა.
როგორც ცნობილია, საქმე აღიძრა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლით. უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების ზუსტი დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
ცოტა ხნის წინ ჰოლანდიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი 2020 წლის 10 იანვრიდან ციფრული ვალუტის ბირჟების რეგულირებას დაიწყებს.
De Nederlandsche Bank–მა განმარტა, რომ სექტორის შესაბამისი კომანიები უნდა დარეგისტრირდნენ დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ ქვეყანაში ლეგალურად საქმიანობის გაგრძელება.
De Nederlandsche Bank-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
”უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობენ, იქნება ეს სერვისი ვაჭრობა თუ კრიპტო საფულე, ასეთი კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, რომ რეგისტრაცია გაიარონ”.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის რეგულაციას ემხრობა.