მარკ ცუკერბერგი: Libra-ს გამოშვებას სიფრთხილით ვეკიდებით

0
1932

მარკ ცუკერბერგის მედიით გავრცელებული განცხადების თანახმად, Facebook–ი გაცილებით ფრთხილად ეკიდება Libra-ს გამოშვებას, ვიდრე ნებისმიერ სხვა პროექტს.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი Libra-ს გამოშვების კონკრეტული თარიღი.

“ჩვენ ახლა ვქმნით იმას, რაც ძალიან მგრძნობიარე იქნება საზოგადოებისთვის. ეს პერიოდი ხანგრძლივი იქნება. ჩვენი სურვილია, რომ სანამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას, მანამდე გვსურს, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს Libra-ს შესახებ”,- განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

ბოლო პერიოდში მედიით აქტიურად მიმდინარეობს Libra-ს შესახებ დისკუსია. ამ ეტაპზე მარეგულირებლის მხრიდან ჯერ ვერ მოხერხდა უარყოფითი რეაქციების შემცირება.

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ეჭვს და შეშფოთებას გამოთქვამს Facebook-ის კრიპტოვალუტის შესახებ. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, Libra სახელმწიფო ვალუტის სისტემას შეარყევს.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოები Libra-ს რეგულაციას ემხრობიან.

რამდენიმე დღის წინ, ოსაკაში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, იაპონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ჰარუიკო კუროდამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ უზრუნველყონ Libra-სთვის რეგულირების უმაღლესი დონის გამოყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი