სომხეთში IT კომპანიას ბრალად ედება მაინინგისთვის ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება

0
1673

სომხეთის IT კომპანიას ბრალი ედება ელექტროენერგიის არალეგალური მოხმარება კრიპტოვალუტის მაინინგის გამოყენების მიზნით.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ IT კომპანიის მიერ ჰიდროელექტროსადგურის გამოყენებით ელექტროენერგიის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოამჟღავნა.

სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, IT კომპანიამ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობა უკანონოდ დაამონტაჟა, რის შედეგადაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში არალეგალურად მოიხმარა 1.5 კილოვატ-საათის ელექტროენერგია.

როგორც ცნობილია, დახარჯული ელექტროენერგიის ოდენობა 150.000 დოლარზე მეტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჩინეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა თხუთმეტი ადამიანი დააკევს. დაკავებულები ეჭვმიტანილები იყვნენ კრიპტოვალუტის მაინინგის არასანქცირებულ წარმოებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულები ინტერნეტ-კაფეების ადმინისტრატორები იყვნენ.

ადგილობრივი კრიპტო ინდუსტრიის საინფორმაციო გამოშვებამ, 8BTC-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ჰუნანის პროვინციის სამხრეთ-ცენტრში კორუფციული ჯგუფი ამხილა.

როგორც გაირკვა, ჯგუფს ქსელი ჰქონდა შექმნილი, რომელშიც 9000–ზე მეტი კომპიუტერის მომხმარებელი მონაწილეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი