მარკ ცუკერბერგი სენატორებთან შეხვედრას განაგრძობს

0
1768

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook–ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე სენატორთან ერთად ივახშმა.

ვახშამზე Libra-ს პროექტზე ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობდა.

Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა განაცხადა, რომ მარკ ცუკერბერგმა მოისმინა კრიპტოვალუტის კრიტიკა, რომელიც კონფიდენციალურობის დარღვევას ეხება. საუბარი შეეხო ამ პრობლემის გადაჭრის გზებსაც.

აშშ-ს სენატორმა აღნიშნა, რომ დაისვა კონკრეტული შეკითხვები Facebook–ის სამომავლო გეგმების შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, შეეხებოდა Libra-ს.

“ერთი რამ, რაც მე ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ როდესაც Facebook-ის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა სენატის წინაშე, მან თქვა:” თქვენ იცით, რომ, თუ ჩვენ ვერ მივიღებთ ამერიკის მარეგულირებლის დასტურს მაშინ, ჩვენ ოპერირებას ვერ დავიწყებთ””,- განაცხადა მარკ უორნერმა.

გარდა მარკ უორნერისა, სენატორმა რიჩარდ ბლამენტალმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ვახშამზე, განაცხადა, რომ იგი მიესალმება მარკ ცუკერბერგის მიერ გამოთქმულ ძლიერ ინტერესს კრიპტოვალუტის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი