მიუხედავად მარეგულირებლის კრიტიკისა, Facebook-ი Libra-ს მაინც გამოუშვებს

0
1691

დევიდ მარკუსმა, Facebook- ის შვილობილი კომპანიის, Calibra-ს ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ 2020 წელი Facebook-ისთვის მნიშვნელოვანი წელია. მიუხედავად მარეგულირებლების მკაცრი ტონისა, კომპანია კრიპტოვალუტას მაინც შექმნის.

ერთ-ერთ შვეიცარიულ გაზეთთან ინტერვიუს დროს დევიდ მარკუსმა აღნიშნა, რომ Libra-ს გუნდი მარეგულირებლების მოთხოვნას ადეკვატურად უნდა მოეკიდოს. თუმცა მან ისიც დაამატა, რომ მარეგულირებლები თავის მხრივ, ვალდებულნი არიან კრიპტოვალუტის განვითარებისთვის შესაბამისი გარემო შექმნან.

“Libra სახელწმიფოების ეკონომიკურ გარემოს საფრთხეს არ შეუქმნის. მომხმარებლებს კრიპტოვალუტით შეეძლებათ საერთაშორისო გადასახადების ან შედარებით მცირე ხარჯების დაფარვა”,- განაცხადა Calibra-ს ხელმძღვანელმა.

მნიშვნელოვანია, რომ Facebook-ი 2019 წლამდე სოციალური მედიის ლიდერის როლს ინარჩუნებდა.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა შვილობილი კომპანია Calibra წელს შექმნა. როგორც ცნობილია, კომპანია უზრუნველყოფს სოციალური და ფინანსური მომსახურების გამიჯვნას.

ასევე როგორც Facebook-ის განცხადებიდან არის ცნობილი, Calibra-ს კომპანიის ციფრული ვალუტისთვის შესაბამისი ქსელის შექმნა ევალება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი