ჩინეთის პირველი კრიპტოვალუტის ბირჟის, BTCC-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბობი ლი აცხადებს, რომ ჩინელები ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ ბიტკოინი იყო ინვესტიცია და არა, გადახდის საშუალება.
უნდა აღინიშნოს, რომ Circle–ის გენერალური დირექტორის, ჯერემი ელაიერის განცხადების თანახმად, ჩინეთის მთავრობის ბრძანება ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან პროგრესული ნაბიჯია.
ჯერემი ელაიერმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას სხვა ბანკებისგან განსხვავებით ყველაზე პროგრესული იდეები აქვს.
მისი თქმით, ჩინეთის სახალხო ბანკი ერთადერთი გლობალური ცენტრალური ბანკია, რომელიც ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობს. ამასთანავე, ელაირი ხაზს უსვამს ბანკის სამომავლო პროექტებს, რომელიც ციფრული ვალუტის კვლევას ეხება.
თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მთავრობას კვლავ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ბიტკოინის მიმართ.