Facebook–ის Libra-ს ციფრული ვალუტის ჯგუფის წევრმა განაცხადა, რომ კომპანია მზად არის მარეგულირებელი სისტემის მოთხოვნები შეასრულოს.
Les Echos–თან ინტერვიუს დროს, Libra-ს ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა, ბერტრან პერეზმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Libra-ს ასოციაციის გენერალური დირექტორის კომენტარი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებას მოჰყვა. ბრუნო ლე მეიერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი Libra-ს მიღებას არ დაეთანხმება.
“ჩვენ არ გვინდა რაიმე სირთულეების შექმნა. ცენტრალური ბანკების მხრიდან შეშფოთება სრულიად უსაფუძვლოა”,- განუცხადა Les Echos-ს ბერტრან პერეზმა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და გერმანიისგან განსხვავებით შვეიცარია Libra-ს მიმართ უფრო კეთილგანწყობილია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებლის განცხადება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ზედამხედველობას Facebook–ის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას გაუწევს.
Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუს დროს, ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო ორგანოს დირექტორმა, მარკ ბრენსონმა აღნიშნა, რომ ქვეყანას შეუძლია Libra-ს მარეგულირებელ სისტემაში მოქცევა.